ESPN-მა კვარაცხელია მომავლის ტალანტებში დაასახელა - დრიბლინგებსაც ასრულებს და შრომისმოყვარეცაა, რაც ტალანტებს ასე ახასიათებთ #1TVSPORT
ESPN-მა კვარაცხელია მომავლის ტალანტებში დაასახელა - დრიბლინგებსაც ასრულებს და შრომისმოყვარეცაა, რაც ტალანტებს ასე ახასიათებთ #1TVSPORT

„ვინ შეიძლება იყოს შემდეგი დიდი ვარსკვლავი ევროპაში?“, – ამ სათაურით გამოქვეყნდა წერილი ESPN-ის ვებგვერდზე. ამერიკული საკაბელო სპორტული სატელევიზიო არხის ბრიტანული ვერსიის რედაქტორმა მომავლის ტალანტებშინაპოლიში“ გადასული საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა.

„ყველა ტოპ კლუბს ჰყავს გამორჩეული ახალგაზრდა ნიჭი, რომელიც მზად არის გადადგას ნაბიჯი და მოხვდეს ევროპის ელიტარული გუნდის სატრანსფერო რადარში. დღეს გთავაზობთ ჩვენი რედაქტორის არჩევანს“ – ვკითხულობთ წერილში.

ხვიჩა კვარაცხელია

ასაკი: 21

პოზიცია: თავდამსხმელი

კლუბი: ნაპოლი

ქვეყანა: საქართველო

„ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსის შეცვლა ნებისმიერი თავდამსხმელისთვის რთული ამოცანა იქნებოდა, მაგრამ „ნაპოლის“ მიერ 12 მილიონი ევროდ გადაყვანილ კვარაცხელიას კლუბის ახლად წასული ორივე ლეგენდის თვისებები გააჩნია – არის გარემარბი და ნაწილობრივ პლეიმეიკერის უნარებიც გააჩნია.

კვარაცხელია საქართველოს ბოლო ათწლეულის უდიდესი ტალანტია. მას აქვს იმედი, რომ შეძლებს კარიერა აიწყოს ისე, როგორც „მანჩესტერ სიტიში“ გიორგი ქინქლაძემ და „მილანში“ კახა კალაძემ, რათა საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ავტორიტეტი გაზარდოს. 21 წლის ფეხბურთელი რუსეთში თამაშობდა, სანამ წლის დასაწყისში ბათუმის „დინამოში“ გადავიდოდა. ის ბოლო 18 თვის განმავლობაში ძალიან განვითარდა.

თავისი ქვეყნის უეფა-ს ერთა ლიგის შთამბეჭდავი კამპანიის დროს (ც4 ჯგუფის ლიდერია), მარცხენა გარემარბმა გამოავლინა ვითარების შეცვლის უნარი, იყო გუნდის ლიდერი და დაუშრეტელი ენერგიის წყარო. კვარაცხელია თავის სტიქიაშია მარცხნიდან შეჭრისას, კარში დარტყმის და სწრაფი კომბინაციების დროს. ის მუდამ ბურთით წინსვლას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრების თამაშში საშუალოდ 12 დრიბლინგს ასრულებდა, კვარაცხელია ასევე შრომისმოყვარეა, უკანაც იხევს და ზრუნავს თავისი გუნდის დაცვაზე, რაც ბუნებრივი ნიჭის მქონე მოთამაშეებს ყოველთვის ასე ახასიათებთ“ – წერია espn-ზე გამოქვეყნებულ წერილში.