ESPN-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT
ESPN-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT

წამყვანმა ამერიკულმა სპორტულმა ტელევიზია ESPN-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ათი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ESPN-ის მიხედვით, მუნდიალის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებული, საფრანგეთის ნაკრების შემტევი უსმან დემბელეა. მეორე ადგილზეა ესპანეთის ნაკრების ლიდერი ლამინ იამალი, მესამეზე – მაიკლ ოლისე ასევე საფრანგეთიდან.

„ამჟამად ლიდერი უსმან დემბელეა. მართალია, ფინანსურად ძლიერი „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატს უპრობლემოდ იგებს და ფეხბურთელს შეუძლია მთელი სეზონი უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადებად აღიქვას, მაგრამ მას დანარჩენებისგან ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოარჩევს – იგი ორივე ფეხს ერთნაირად ეფექტურად იყენებს, რაც მინდორზე დამატებით სივრცეებსა თუ შესაძლებლობებს აჩენს. მეორე – ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, დემბელე პრესინგის თამაშის დროს ერთ-ერთი საუკეთესო გახდა“, – წერენ ფრანგი ფეხბურთელის შესახებ.

ESPN-ის ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის 10 საუკეთესო ფეხბურთელი:

  1. უსმან დემბელე – საფრანგეთი
  2. ლამინ იამალი – ესპანეთი
  3. მაიკლ ოლისე – საფრანგეთი
  4. ჰარი კეინი – ინგლისი
  5. ბრუნო ფერნანდეში – პორტუგალია
  6. პედრი – ესპანეთი
  7. უილიამ სალიბა – საფრანგეთი
  8. რაფინია – ბრაზილია
  9. ბუკაიო საკა – ინგლისი
  10. მარტინ ოდეგორი – ნორვეგია

23-ე მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის მატჩით გაიხსნება.