ESPN-ი - ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებისთვის ბრძოლაში ლონდონის „ჩელსიც“ ჩაერთო #1TVSPORT
ESPN-ი - ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებისთვის ბრძოლაში ლონდონის „ჩელსიც“ ჩაერთო #1TVSPORT

„ჩელსი“ შეემატა იმ გუნდების რიგს („მანჩესტერ სიტი“, მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „ნიუკასლი“), რომლებიც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 22 წლის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას ცდილობენ, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, „ჩელსი“ შეუერთდა „მანჩესტერ სიტის“, მადრიდის „რეალს“, „ბარსელონას“ და „ნიუკასლს“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებისთვის ბრძოლაში. ჩვენი წყაროების მტკიცებით, ლონდონელები ახალ თავდამსხმელს ეძებენ.

კვარაცხელიას ტრანსფერი შეესაბამება „ჩელსის“ სტრატეგიას, რომელიც დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებას გულისხმობს, თუმცა „ნაპოლი“ ბლოკავს ნებისმიერ ოფიციალურ წინადადებას, რაც 22 წლის ფეხბურთელს შეეხება. როგორც ამბობენ, მალე ქართველი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს 2027 წლამდე.

ხვიჩა კვარაცხელია, დაახლოებით, 100 მილიონ ევროდაა შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსის“, თეორიულად, არ აღელვებს ასეთი თანხა, კლუბს, უეფა-ს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების მიხედვით, დიდი თანხის დახარჯვა აღარ შეუძლია.

გარდა ამისა, მათი 2024 წლის ბიუჯეტი დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, მომავალ სეზონში (გასვლის შემთხვევაში) რომელ ევროპულ ტურნირზე ითამაშებენ. კვარაცხელიასთან ერთად, „ჩელსი“ აქტიურად აკვირდება ვიქტორ ოსიმენსაც“, – ამტკიცებს გამოცემა.