ESPN-ის ექსპერტები MVP-ის პრიზს კევინ დურანტს უწინასწარმეტყველებენ, ლებრონ ჯეიმსი მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა #1TVSPORT
ESPN-ის ექსპერტები MVP-ის პრიზს კევინ დურანტს უწინასწარმეტყველებენ, ლებრონ ჯეიმსი მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა #1TVSPORT

ამერიკული ტელეკომპანია ESPN-ის საკალათბურთო ექსპერტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2021-22 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზზე პრეტენდენტთა სიის შედგენა.

ESPN-ის ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალი სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) იქნება „ბრუკლინის“ ფორვარდი კევინ დურანტი. პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ – იანის ანტენტოკუნმპო („მილუოკი“) და ლუკა დონჩიჩი („დალასი“).

სერიოზულად დათმო პოზიციები „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა, 37 წლის ლებრონ ჯეიმსმა. ფავორიტებს შორის მან მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა – დურანტის, ანტენტოკუნმპოსა და დონჩიჩის გარდა, ლებრონს გაუსწრეს ჯოელ ემბიდმა („ფილადელფია“), ჯეიმს ჰარდენმა („ბრუკლინი“) და სტეფ კარიმ („გოლდენ სტეიტი“).

დატოვე კომენტარი