ESPN-ის ცნობით, „ბარსელონას“ ახალი კაპიტანი რაფინია იქნება #1TVSPORT
„ბარსელონას“ კაპიტანი 2026/2027 წლის სეზონში რაფინია იქნება, – ინფორმაციას ამერიკული ტელევიზია ESPN-ი ავრცელებს.
გუნდის კაპიტანი გასულ სეზონში რონალდ არაუხო იყო, რომელმაც „ბარსელონა“ იჯარის წესით დატოვა და მოახლოებულ სეზონს ინგლისურ „ლივერპულში“ გაატარებს.
29 წლის რაფინია „ბარსელონას“ წევრი 2022 წელს გახდა. მის სანაცვლოდ კლუბმა „ლიდსი იუნაიტედს“ 55 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
რაფინიამ ოთხი წლის მანძილზე „ბარსელონას“ შემადგენლობაში 177 მატჩი ჩაატარა, 75 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბარსელონას“ მაისურით რაფინიამ შვიდი ტიტული მოიგო.