ESPN-ის ანალიტიკოსი - მამუკელაშვილი უნიკალურად ატარებს ბურთს, აძლევს პასს და ისვრის პერიმეტრიდან [ვიდეო] #TVSPORT
ESPN-ის ანალიტიკოსი - მამუკელაშვილი უნიკალურად ატარებს ბურთს, აძლევს პასს და ისვრის პერიმეტრიდან [ვიდეო] #TVSPORT

29 ივლისს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი გაიმართება, სადაც სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი მიიღებენ მონაწილეობას. „სეტონ ჰოლის“ ახალგაზრდა კალათბურთელი ძალიან კარგი სეზონის შემდეგ აგრძელებს კრიტიკოსებისა და გულშემატკივრების გაოცებას. მამუკელაშვილს არაერთი გუნდი აქტიურად აკვირდება და დიდი ალბათობით, მას შემდეგი სეზონიდან კალათბურთის საუკეთესო ლიგაში ვიხილავთ.

ESPN-ის NBA დრაფტის ანალიტიკოსმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 22 წლის კალათბურთელი ჩიკაგოში Excel Pro Day-ზე ვარჯიშობს.

„სანდრო მამუკელაშვილის ვარჯიში NBA Combine-ის Excel Pro Day-ზე. კონფერენციის წლის საუკეთესო კალათბურთელი მრავალმხრივ გამოირჩევა. ის უნიკალურად ატარებს ბურთს, აძლევს პასს და ისვრის პერიმეტრიდან“, – წერს ჯონათან ჯივონი.

დრაფტამდე ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი რამდენიმე ვარჯიშს გამართავს. მათ შორის კი „ბრუკლინთან“ და „ნიქსთან“​. სანდროს ნამდვილად გამორჩეული სეზონი ჰქონდა, მისი საკალათბურთო უნარები და პოტენციალი კი დღითი დღე იზრდება.