ESPN – ადრიენ რაბიომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი შეათანხმა

20:15, 07.01.2019

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ კატალონიურ „ბარსელონასთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა, მაგრამ, სავარაუდოდ, კლუბს იანვარში არ დატოვებს.

ESPN-ის ინფორმაციით, რაბიო კატალონიურ კლუბში წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტი მინიმუმ ოთხწლიანი იქნება. ნახევარმცველი „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. რაბიო „პარი სენ-ჟერმენში“ 2012 წლიდან გამოდიოდა.

ამ ფეხბურთელის წასვლა „პარი სენ-ჟერმენს“ „აიაქსიდან“ ფრენკი დე იონგის შესაძენად გაუხსნის გზას.

მსგავსი