ესპანურმა ლა ლიგამ სპორტის უფასო პლატფორმა ჩაუშვა
ესპანურმა ლა ლიგამ სპორტის უფასო პლატფორმა ჩაუშვა

ესპანურმა საფეხბურთო ლიგამ, კომპანია მედიაპროსთან თამაშრომლობით, ოფიციალურად დაიწყო უფასო ინტერნეტ მომსახურება, რომელიც სპორტის სახეობების ფართო სპექტრს მოიცავს. სერვისი სახელწოდებით ლალიგასპორტსტივი (LaLigaSportsTV) 64 ეროვნულ სპორტულ ასოციაციასთან თანამშრომლობს და ყველაზე მოთხოვნად მასალას გადასცემს, მათ შორის ისეთ სპორტულ სახეობებს, როგორებიცაა ბადმინტონი, ხელბურთი, კალათბურთი, კრივი, ტანვარჯიში, ჰოკეი, ტრიატლონი, წყალბურთი, ავტორბოლა, ველოსპორტი, ფარიკაობა, დაბალი ლიგების ფეხბურთი და ა.შ.

ლალიგასპორტსტივი ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ (Android) ასევე აი-ოუ-ეს (IOS) აპლიკაციის საშუალებით, ასევე სამსუნგის სმარტ ტელევიზორებში, ქროუმკასტში და ეპლ (Apple) ტელევიზიით.

ჯერჯერობით, ახალი პლატფორმა ყველა სპორტულ შეჯიბრებას გადასცემს, გარდა ესპანეთის პირველი, მეორე და მესამე საფეხბურთო ლიგებისა, თუმცა მომავალში ფედერაციებს საშუალება ექნებათ გარკვეული თვიური გადასახადი დააწესონ. მაგალითად, ესპანეთის მეორე ლიგის თამაშების ხილვა თვეში 2.99 ან წელიწადში 14.99 ევროდ იქნება შესაძლებელი.