ესპანურმა „კადისმა“ იური ტაბატაძე წარადგინა #1TVSPORT
ესპანურმა „კადისმა“ იური ტაბატაძე წარადგინა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბმა, „კადისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ჩემპიონ თბილისის „იბერიიდან“ იური ტაბატაძე დაიმატა.

ქართველმა გარემარბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტაბატაძე „იბერიის“ აკადემიის აღზრდილია.

ქუთაისში დაბადებული ტაბატაძე სლოვაკურ „ვიონში“ იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ „იბერიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვიდა.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 154 მატჩში ტაბატაძემ 43 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო.