ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ „ლა ლიგას“ 2019-2020 წლების სეზონის პირველი ორი სიმბოლური ნაკრები  გამოაქვეყნა
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ „ლა ლიგას“ 2019-2020 წლების სეზონის პირველი ორი სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა

პირველ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენლობა აქვს მადრიდის „რეალს“ – ოთხი ფეხბურთელი, ორ-ორი ფეხბურთელი ჰყავთ „სევილიასა“ და „ვილიარეალს“, ერთი – „ბარსელონას“.

პირველი სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა:

ტიბო კურტუა (რეალი) – ფელიპე (ატლეტიკო), სერხიო რამოსი (რეალი), დიეგო კარლოსი (სევილია) – კაზემირო (რეალი), ლუკას ოკამპოსი (სევილია), სანტი კასორლა (ვილიარეალი), მარტინ ედეგორი (რეალ სოსიედადი) – ლიონელ მესი (ბარსელონა), ქარიმ ბენზემა (რეალი), ხერარდ მორენო (ვილიარეალი).

მეორე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ:

იან ობლაკი (ატლეტიკო) – ხესუს ნავასი (სევილია), რაფაელ ვარანი (რეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ჯენე დაკონამი (ხეტაფე) – ტონი კროოსი (რეალი), რაულ გარსია (ბილბაო), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი) – მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), ლუის ავილა (ოსასუნა).

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „სევილია“, ევროპის ლიგაზე – „ვილიარეალი“, „რეალ სოსიედადი“ და „გრანადა“. ლა ლიგა დატოვეს – „ლეგანესმა“, „მალიორკამ“ და „ესპანიოლმა“.

დატოვე კომენტარი