ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - პირველ ადგილზე ვინისიუს ჟუნიორია #1TVSPORT
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მოთამაშეთა შერჩევაში 100-ზე მეტი ყოფილი ფეხბურთელი, ჟურნალისტი და ანალიტიკოსი იღებდა მონაწილეობას.
ექსპერტებმა 2023/24 წლის სეზონში ფეხბურთელთა მიერ ნაჩვენები შედეგები გაითვალისწინეს. პირველ ადგილზე მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი გავიდა.
„მარკას“ ვერსიით, 2024 წელს მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემია, ხოლო მესამე – „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული როდრი.
ასეულში 48-ე ადგილზეა „ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ხოლო 79-ზე გიორგი მიქაუტაძე.
„მარკას“ ვერსიით მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელი:
- ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)
2. ჯუდ ბელინგემი („რეალი“)
3. როდრი („მანჩესტერ სიტი“)
4. ლამინ იამალი („ბარსელონა“)
5. დანიელ კარვახალი („რეალი“)
6. ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“)
7. ტონი კროოსი („რეალი“)
8. კილიან მბაპე (პსჟ, „რეალი“)
9. ფლორიან ვირცი („ლევერკუზენი“)
10. ჰარი კეინი („ბაიერნი“)