ესპანური პრესა ზინედინ ზიდანის გადადგომას წინასწარმეტყველებს
ესპანური პრესა ზინედინ ზიდანის გადადგომას წინასწარმეტყველებს

პრესტიჟულმა გამოცემა „მარკამ“ შეაფასა ზინედინ ზიდანის პერსპეტივები მადრიდის „რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე „შახტართან“ წაგების (0:2) შემდეგ,

აღნიშნავენ, რომ „სამეფო კლუბში“ ზიდანის მიმართ ნდობა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. მის ბევრ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებენ, ისევე, როგორც მის მომავალს კლუბში. ეს და მომდევნო კვირა ფრანგი სპეციალისტითვის გადამწყვეტი უნდა იყოს.

არადა, ამ ორ კვირაში „რეალს“ რთული კალენდარი დაემთხვა – უახლოეს უქმეებზე შეხვდება „სევილიას“, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე „გლადბახს“ დაუპირისპირდება, რომელთანაც მხოლოდ მოგება სჭირდება, რასაც მოჰყვება მადრიდული დერბი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. ამ სეზონში „რეალის“ პერსპექტივები ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე მეტ-ნაკლებად ცხადი გახდება სწორედ ამ ორი კვირის შემდეგ.

კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ შედეგები ნორმაში მოვიდოდა, მაგრამ „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგაზე წაგებამ მნიშნელოვანი გავლენა იქონია სიტუაციაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეიძლება უკვე უახლოეს პერიოდში მიიღონ.

პარალელურად, გაზეთი AS წერს, რომ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სერიოზულად განიხილავს ფრანგის გადაყენების ვარიანტს. და იქვე ამატებს, რომ არგენტინელი მაურიციო პოჩეტინო მიიჩნევა ზიდანის შეცვლის პირველ პრეტენდენტად.

და კიდევ, საინტერესოა რადიო Cadena Cope-ის ინფორმაცია. როგორც ირკვევა, „რეალის“ ფეხბურთელთა ნახევარი სრულად მხარს უჭერს ზიდანს, მეორე ნახევარს კი მიაჩნია, რომ მწვრთნელის შეცვლა დადებითად აისახება გუნდის მომავალ შედეგებზე.