ესპანური პრესა - ზიდანს „გალათასარაისთან“ წაგების შემთხვევაში გაუშვებენ
ესპანური პრესა - ზიდანს „გალათასარაისთან“ წაგების შემთხვევაში გაუშვებენ

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, შესაძლოა, 22 ოქტომბერს პოსტიდან დაითხოვონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „სამეფო კლუბი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში დამარცხდება „გალათასარაისთან“.

ესპანეთის ჩემპიონატში „რეალი“ მეორე ადგილზეა – ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას“. ბოლო ტურში მადრიდელებმა სტუმრად „მალიორკასთან“ წააგეს. ეს მათი პირველი მარცხი იყო ლა ლიგაში. ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ კი „რეალს“ ფრე და წაგება აქვს.

ასევე, კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის შიგნით სიტუაცია აშინებს, რადგან ფრანგი სპეციალისტის მიმართ ნდობა თანდათან სუსტდება.

გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, რომ ზიდანის პოტენციურ შემცვლელებს შორის ფავორიტები არიან ჟოზე მოურინიო და მასიმილიანო ალეგრი.