ესპანური პრესა - ზიდანი „რეალს“ 2021 წლის ზაფხულში დატოვებს
ესპანური პრესა - ზიდანი „რეალს“ 2021 წლის ზაფხულში დატოვებს

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თავისი ნებით დატოვებს თანამდებობას მომავალი წლის ზაფხულში.

იტყობინებიან, რომ ფრანგმა სპეციალისტმა უკვე აცნობა ამის შესახებ “რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს.

მიზეზად სახელდება ზიდანის უკმაყოფილება გუნდის დაკომპლექტების საკითხში. 2020 წლის ზაფხულში, პერესი ფრანგს პოლ პოგბას, სადიო მანესა და ედუარდო კამავინგას შეძენას დაპირდა, მაგრამ, საბოლოოდ, არც ერთი არ აღმოჩნდა მადრიდელთა რიგებში.

ასევე გამოცემა Diario Gol წერს, რომ პერესი არ შეეწინააღმდეგება ზიდანის წასვლას იმ შემთხვევაშიც, თუ ფრანგი სეზონის დასრულებამდე გადაწყვეტს გუნდის დატოვებას. ასეთ შემთხვევაში, „რეალი“ აპირებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიწვიოს მაურისიო პოჩეტინო ან რაული.

რაც შეეხება თავად ზიდანს, მისი ყველაზე სავარაუდო სამუშაო ადგილი შეიძლება გახდეს საფრანგეთის ნაკრები, „პარი სენ-ჟერმენი“ ან „იუვენტუსი“.