ესპანური პრესა - უნაი ემერი „ვალენსიაში“ ბრუნდება
ესპანური პრესა - უნაი ემერი „ვალენსიაში“ ბრუნდება

არსებობს ალბათობა, რომ უნაი ემერი თავის ყოფილ გუნდს, „ვალენსიას“ დაუბრუნდეს, იუწყება ესპანური გამოცემა „მარკა“. წყაროს ინფორმაციით, „ვალენსია“ ამჟამინდელი მწვრთნელის, ალბერტო სელადესის განთავისუფლებას აპირებს, რადგან მისი ხელმძღვანელობით „ღამურები“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ ემერი „ვალენსიაში“ 2008-2012 წლებში მუშაობდა და ამ პერიოდში სამჯერ გაიყვანა გუნდი მესამე ადგილზე. ესპანეთიდან წასვლის შემდეგ, ის მოსკოვის „სპარტაკს“ ჩაუდგა სათავეში, თუმცა სულ რაღაც ექვს თვეში იქნა განთავისუფლებული. შემდეგ ის „სევილიას“ ავარჯიშებდა, რომელთან ერთადაც ზედიზედ სამჯერ გახდა ევროპა ლიგის გამარჯვებული, 2016 წელს კი „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაიბარა და მასთან ერთად შვიდი ტიტული მოიგო.

ბასკი სპეციალისტის ბოლო გუნდი ლონდონის „არსენალი“ იყო.