ესპანური პრესა - უახლოეს ორ კვირაში გრიზმანი „ბარსელონაში“ გადავა
ესპანური პრესა - უახლოეს ორ კვირაში გრიზმანი „ბარსელონაში“ გადავა

ესპანეთის ჩემპიონი “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ანტუან გრიზმანს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატამდე შეიძენს, – იტყობინება ესპანური პრესა.

გაზეთები Marca და AS ერთდროულად წერენ, რომ კატალონური კლუბი აპირებს ფრანგი თავდამსხმელი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეიძინოს, რათა გარიგება მუნდიალის დაწყებამდე დაასრულოს. ფეხბურთელს აქვს ტრანსფერზე უარის თქმის უფლება, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, მოუწევს 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა. ამასთან, “ბარსელონას” სურს “ატლეტიკოსთან” კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

ამიტომაც, კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ თანახმაა ტრანსფერში 115-120 მილიონი ევრო გადაიხადოს მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია – 100 მილიონი. თუ კლუბები ვერ მოილაპარაკებენ, კატალონელებს ექნებათ უფლება მადრიდელთა თანხმობის გარეშე გამოისყიდონ ფეხბურთელი 100 მილიონად.
27 წლის გრიზმანმა ესპანეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, რასაც 9 საგოლე პასი დაუმატა.