ესპანური პრესა - ტიბო კურტუას პანიკური შეტევები აქვს
ესპანური პრესა - ტიბო კურტუას პანიკური შეტევები აქვს

მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტაბმა დაადგინა, რომ „სამეფო კლუბის“ მეკარე ტიბო კურტუას პერიოდულად პანიკური შეტევები აქვს, იტყობინება გამოცემა „დიარიო მადრიდისტა“.

როგორც ირკვევა, ძალიან დიდი მღელვარების დროს, ბელგიელ მეკარეს გულის რევის შეგრძნება და თავბრუსხვევა აქვს. ამის გამო შეცვალეს ის ჩემპონთა ლიგის მეორე ტურში „ბრიუგესთან“ მატჩის დროს.

ასევე იტყობინებიან, რომ ბელგიელმა გამოტოვა „რეალის“ რამდენიმე ვარჯიში და ვერ ითამაშებს შაბათს, ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში „გრანადას“ წინააღმდეგ.