ესპანური პრესა – „რეალმა“ ჰავერცი მთავარ სატრანსფერო სამიზნედ აქცია

19:41, 20.05.2020

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“  „ლევერკუზენის“ ნახევარმცველით კაი ჰავერცით სერიოზულად დაინტერესდა. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჰავერცი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის პრიორიტეტულ სამიზნედ აქცია.

აღვნიშნავთ, რომ ბუნდესლიგის განახლების შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში, ჰავერცმავერდერის“ წინააღმდეგ (4:1) დუბლი შეასრულა.

ადრე დაიწერა, რომ 20 წლის გერმანელის ხელში ჩაგდებას „ბარსელონაც“ ეცდება, რომელიც ჰავერცში სამ ფეხბურთელს ცვლის.

მსგავსი