ესპანური პრესა - რეალმა და ჩელსიმ აზარის ტრანსფერზე მოილაპარაკეს
ესპანური პრესა - რეალმა და ჩელსიმ აზარის ტრანსფერზე მოილაპარაკეს

ჩელსის შემტევმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა შესაძლოა, სულ მალე გააფორმოს კონტრაქტი რეალ მადრიდთან, – წერს გაზეთი მარკა. კლუბებმა პრაქტიკულად მიაღწიეს შეთანხმებას ტრანსფერზე. უახლოეს დღეებში, მადრიდელები აპირებენ მოაგვარონ ბოლო დეტალები და შეუდგნენ მოთამაშესთან მოლაპარაკებებს.
აზარი ესპანეთის დედაქალაქში ჩასვლას გეგმავს საცხოვრებელი ადგილის შესარჩევად. გარიგება, შესაძლოა, ამ სეზონის დასრულებამდე შედგეს.

აზარი ჩელსიში 2012 წლიდან თამაშობს. ამ გუნდის რიგებში 340 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 105 გოლი გაიტანა. მანამდე, ის ლილის ღირსებას იცავდა, საიდანაც ლონდონელებმა 35 მილიონ ევროდ შეიძინეს. ამ სეზონში ბელგიელს 31 მატჩში 14 გოლი და 12 შედეგიანი პასი აქვს.

მისი სატრანსფერო თანხის ოდენობას არ ასახელებენ, თუმცა შარშან ჩელსი თავის ლიდერში 200 მილიონ ევროს ითხოვდა.