ესპანური პრესა - „რეალმა“ ბენზემას გაყივდა გადაწყვიტა
ესპანური პრესა - „რეალმა“ ბენზემას გაყივდა გადაწყვიტა

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, დატოვოს კლუბი ზამთრის სატრანსფერო ბაზრის პერიოდში. ჟურნალ Don Balon-ის ინფორმაციით, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება “ბარსელონასთან” 0:3 წაგების შემდეგ მიიღო.

მიმდინარე სეზონში ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, რასაც სამი საგოლე პასი ემატება.

უფრო ადრე, ესპანურ პრესაში გაჩნდა სია იმ ფორვარდებისა, რომელთა გადაბირებითაც არის დაინტერესებული “რეალი”: მაურო იკარდი (“ინტერი”), ალექსის სანჩესი (“არსენალი”) და ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი“).