ესპანური პრესა - „რეალის“ ფანების 53 პროცენტს ზიდანის არ სჯერა
ესპანური პრესა - „რეალის“ ფანების 53 პროცენტს ზიდანის არ სჯერა

ესპანურმა გაზეთმა „ასმა“ (As) გამოკითხვა ჩაატარა მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს შორის, გუნდის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით.

კითხვა ასე ჟღერდა: „რეალის“ ფანებო, „ატლეტიკოსთან“ მძიმე წაგების გათვალისწინებით, ხართ თუ არა შეშფოთებული ზინედინ ზიდანის მომავლით გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე?“

როგორც ჩანს, „ატლეტიკოსთან“ წაგების შემდეგ, ფრანგი მწვრთნელის ნაკლებად სჯერათ: გამოკითხულთა 53-მა პროცენტმა ხმა მისცა ვარიანტს – „ზიდანი ვერ მიაღწევს შობამდე“, 47-მა პროცენტმა – „გვჯერა ზიზუსი“.

ზინედინ ზიდანი გასული სეზონიდან უდგას სათავეში „რეალს“ – მან არგენტინელი სანტიაგო სოლარი შეცვალა.