მადრიდის „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს შემადგენლობის მასშტაბურ გაძლიერებას აპირებს.
როგორც ესპანური პრესა წერს, კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, იანვარში ახალ მოთამაშეებზე 200 მილიონი ევრო დახარჯოს. კერძოდ, ესპანეთის ჩემპიონს მეკარის, ცენტრალური მცველისა და „გამტანი“ ფორვარდის ყიდვა სურს. ამ მხრივ პრიორიტეტად სახელდება მილანის „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი.
ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ მადრიდელები რამდენიმე მოთამაშეს გამოეთხოვონ. პირველ რიგში, სახელდება ფორვარდი ქარიმ ბენზემა.