ესპანური პრესა - პოგბა რეალ მადრიდს კონტრაქტზე მოელაპარაკა
ესპანური პრესა - პოგბა რეალ მადრიდს კონტრაქტზე მოელაპარაკა

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა მალე დატოვებს ინგლისურ კლუბს. ესპანურ გაზეთ ასის (AS) ინფორმაციით, 26 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა რეალ მადრიდთან, რის მიხედვითაც წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

წლევანდელი სეზონის შედეგების მიხედვით, პოგბა პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მან ინგლისის ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა.