ესპანური პრესა - ლევანდოვსკის „ატლეტიკოში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ #1TVSPORT
ესპანური პრესა - ლევანდოვსკის „ატლეტიკოში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს, – ამის შესახებ წერს ესპანური მედია.

ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, პოლონელის ოჯახს ესპანეთში გადაბარგება და მადრიდში ცხოვრება სურს, მაგრამ ლევანდოვსკი კონტრაქტს არა „რეალთან“, არამედ „ატლეტიკოსთან“ გააფორმებს. ეს უკანასკნელი დაინტერესებულია ლევანდოვსკის ტრანსფერით და აპირებს ისარგებლოს იმ სიტუაციით, რომ „ბაიერნსა“ და პოლონელს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, ლევანდოვსკის სანაცვლოდ, „ბაიერნმა“ „ატლეტიკოსგან“, შესაძლოა, ჟოაო ფელიქსი მიიღოს.

რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება, რის შემდეგაც შეუძლია გერმანული კლუბი უფასოდ დატოვოს, რაც არ აწყობთ მიუნხენელებს. ისინი 2022 წლის ზაფხულში გაყიდიან ფორვარდს, თუ მასთან კონტრაქტის გაგრძელება ვერ შეძლეს.