ესპანური პრესა - ერიქსენი ტოტენჰემს დატოვებს და რეალში გადავა
ესპანური პრესა - ერიქსენი ტოტენჰემს დატოვებს და რეალში გადავა

ლონდონის ტოტენჰემის ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი ახლოს არის კლუბის დატოვებასთან. როგორც ესპანური გაზეთი ასი წერს, 27 წლის დანიელი არ აპირებს თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

ერიქსენის შეძენაზე მთავარი კანდიდატია მადრიდის რეალია. დანიელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2020 წლის ზაფხულში იწურება. ნახევარმცველის სატრასფერო ღირებულება დაახლოებით 85 მილიონ ევროს უდრის.

მიმდინარე სეზონში ერიქსენმა 42 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასი შეასრულა.