ესპანური პრესა - „ბარსელონას“ პრეზიდენტი კლუბიდან მისთვის არასასურველი ხალხის გაშვებას ცდილობს
ესპანური პრესა - „ბარსელონას“ პრეზიდენტი კლუბიდან მისთვის არასასურველი ხალხის გაშვებას ცდილობს

„ბარსელონას“ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს სურს, კლუბიდან ის თანამშრომლები მოაშოროს, რომლებიც მისი მუშაობის მეთოდებს არ ეთანხმებიან, ირწმუნება ესპანური გამოცემა „მარკა“. წყაროს ინფორმაციით, მან უკვე მოუწოდა რამდენიმე ადამიანს, რომ საკუთარი ნებით დატოვონ თანამდებობები.

ირკვევა, რომ პირველ რიგში ბარტომეუს განზრახული აქვს ვიცე-პრეზიდენტ ემილი რუსოს გაშვება, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის იანვარში დაინიშნა.

გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ „ბარსელონამ“ კონტრაქტი გააფორმა კომპანია „I3 Ventures“-თან, რომელიც ბარტომეუს რეპუტაციის დაცვით იყო დაკავებული და ასევე აკრიტიკებდა ლიონელ მესის, ჟერარ პიკესა და სხვა ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელი ბარტომეუს „მარჯვენა ხელი“ ჟაუმე მასფერერია.

თავად „ბარსელონას“ პრეზიდენტი ყველა ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.