ესპანური პრესა - „ბარსელონა“ ზაფხულში რაკიტიჩს ტრანსფერზე დააყენებს
ესპანური პრესა - „ბარსელონა“ ზაფხულში რაკიტიჩს ტრანსფერზე დააყენებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, შესაძლოა კატალონური კლუბი ზაფხულში უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

როგორც კატალონური სპორტული ტელეარხი Esport3 იტყობინება, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მზად არის, 32 წლის ხორვატი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენოს, რადგან მიაჩნია, რომ ნახევარმცველი აღარ შეესაბამება ესპანეთის ჩემპიონის სათამაშო დონეს.

რაკიტიჩის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში. დღეისთვის ხორვატის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რაკიტიჩზე პრეტენზიას აცხადებენ – „სევილია“, „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „ჩელსი“.

ამ სეზონში რაკიტიჩმა 21 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი საგოლე პასი შეასრულა.