ესპანური პრესა – აზარი შვებულებიდან შვიდი კილოგრამი ზედმეტი წონით დაბრუნდა

17:08, 29.07.2019

ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი ამ ზაფხულს 100 მილიონ ევროდ გადავიდა „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“. ჯერჯერობით, ახალწვეულმა ვერ მოხიბლა მადრიდული კლუბის გულშემატკივრები: „რეალმა“ წააგო ამხანაგური მატჩები „ბაიერნთან“ (1:3) და „ატლეტიკოსთან“ (3:7), აგრეთვე ფრედ ითამაშა „არსენალთან“ (2:2).

„რეალის“ ფანები დარწმუნებულნი არიან, რომ ბელგიელის წარუმატებელი თამაშის მიზეზი – სუსტი ფიზიკური ფორმაა. როგორც ესპანური პრესა წერს, ედენი თავის ახალ კლუბში შვიდი კილოგრამი ზედმეტი წონით მივიდა და მას შემდეგ, ნახევარიც არ დაუკლია.

აზარმა „რეალთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი