ესპანური მედიის ინფორმაციით, ვინისიუსის კონტრაქტის პირობები „რეალთან“ გაუმჯობესდება #1TVSPORT
ესპანური მედიის ინფორმაციით, ვინისიუსის კონტრაქტის პირობები „რეალთან“ გაუმჯობესდება #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ გუნდის ბრაზილიელ ვარსკვლავთან, ვინისიუს ჟუნიორთან კონტრაქტის პირობებს გააუმჯობესებს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Diario AS-ი ავრცელებს.

მოქმედი ხელშეკრულებით, ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ასეთივე ანაზღაურება აქვს კილიან მბაპეს, თუმცა მან გასულ ზაფხულს კლუბისგან კონტრაქტის გაფორმების ბონუსი, 40 მილიონი ევრო მიიღო.

ვინისიუსსა და მადრიდის „რეალს“ შორის კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული. ის გუნდს 2018 წელს ბრაზილიური „ფლამენგოდან“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

24 წლის ფეხბურთელი გასულ წელს „ოქროს ბურთის“ გათამაშებაზე მეორე ადგილზე გავიდა. „რეალთან“ ერთად ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგა 2022 და 2024 წლებში მოიგო.