ესპანური მედიის ინფორმაციით, ლიონელ მესი 2023 წლის „ოქროს ბურთის“ გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT
ესპანური მედიის ინფორმაციით, ლიონელ მესი 2023 წლის „ოქროს ბურთის“ გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT

ესპანური გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, ლიონელ მესი 2023 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია. France Football-ის სპეციალურ ჯილდოს არგენტინელი კარიერაში მერვედ დაეუფლება. მან ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტული 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019 და 2021 წლებშიც მიიღო.

მიმდინარე წლის გათამაშებაში გათვალისწინებულია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც, რომელიც ნოემბერსა და დეკემბერში კატარში ჩატარდა. მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავად მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

არგენტინელის მთავარ კონკურენტად „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ერლინგ ჰალანდი ითვლებოდა. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და FA თასი მოიგო. ინგლისის ჩემპიონატში მის ანგარიშზე სარეკორდო, 36 გოლი იყო.

„ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.