ესპანური მედიის ცნობით, „რეალი“ ზიდანის გუნდიდან გაშვებას ზაფხულამდე არ აპირებს
ესპანური მედიის ცნობით, „რეალი“ ზიდანის გუნდიდან გაშვებას ზაფხულამდე არ აპირებს

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის თასზე 10-კაციან „ალკოიანოსთან“, რომელიც მესამე დივიზიონში ასპარეზობს, მტკივნეული მარცხი განიცადა და ტურნირს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, სამეფო კლუბი ზინედინ ზიდანის კლუბიდან გაშვებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

„მარკას“ ცნობით, „რეალი“ სეზონის დამთავრებას ელოდება, რადგან ახალი ვარსკვლავების დამატებას და ახალი გუნდი შექმნას აპირებს.

ექვსი დღის განმავლობაში მადრიდული კლუბი ორი ტურნირიდან, ესპანეთის სუპერთასიდან და თასიდან გამოვარდა. ფრანგ სპეციალისტს „კოპა დელ რეი“ მთავარი მწვრთნელის რანგში არასდროს მოუგია. 2014 წელს, როცა „რეალმა“ ეს ტიტული მოიპოვა, გუნდს კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობდა, ზინედინ ზიდანი კი მისი ასისტენტი იყო.

ამ სეზონში სამეფო კლუბს ორი ტურნირის მოგების შანსი აქვს. ლა ლიგაში „რეალი“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სიმეონეს გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ზიდანის გუნდი მერვედფინალურ ეტაპზეა, სადაც „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი