ესპანური მედიის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ ხულიან ალვარესის შეძენით დაინტერესდა #1TVSPORT
ესპანური მედიის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ ხულიან ალვარესის შეძენით დაინტერესდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შეძენით დაინტერესდა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა El desmarque ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ლუის ენრიკე ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებსაც მაღალმობილურ და დინამიკურ შეტევით სიტემასთან ადაპტირება შეუძლიათ.

არგენტინელის უნივერსალურობა მას საშუალებას მისცემს, პოზიციები უსმან დემბელესთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან, ბრედლი ბარკოლასა და დეზირე დუესთან მონაცვლეობით დაიკავოს.

Transfermarkt-ის შეფასებით, ალვარესის სატრანსფერო ფასი 90 მილიონი ევროა. არგენტინელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

2025/2026 წლის სეზონში ხულიან ალვარესმა 49 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.