მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თანხმობა გასცა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას, მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის შეძენაზე, – იტყობინება ესპანური გაზეთი AS.
გამოცემის ცნობით, “რეალმა” უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები 29 წლის პოლონელის აგენტთან პინი ზაჰავისთან. კლუბებს ჯერ არ დაუწყიათ მოლაპარაკებები მომავალ ტრანსფერზე. ვარაუდობენ, რომ “ბაიერნი” არ მოისურვებს თავის ფორვარდთან გამოთხოვებას 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად.
ესპანელები შეეცდებიან თანხის შემცირებას შემდეგი ხერხით: გარიგებაში ჩართავენ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს, რომელიც მათი საკუთრებაა და “ბაიერნში” იჯარის წესით თამაშობს. კოლუმბიელის გამოსასყიდი თანხა 42 მილიონ ევროს შეადგენს.