ესპანური მედია - წაგების მიუხედავად, მამარდაშვილი მატჩის გმირია #1TVSPORT
ესპანური მედია - წაგების მიუხედავად, მამარდაშვილი მატჩის გმირია #1TVSPORT

„ვალენსიას“ წაგების მიუხედავად, ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში გიორგი მამარდაშვილი მოექცა. ქართველმა მეკარემ ლა ლიგის ბოლო ტურში „ალავესთან“ კიკე გარსიას დარტყმული ორი პენალტი მოიგერია.

sport.es – მამარდაშვილის კარგი თამაშის მიუხედავად

„ალავესმა“ ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვება მოიპოვა და „ვალენსია“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა. რუბენ ბარახას გაწვრთნილები კი ქულების გარეშე დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილმა ორჯერ პენალტი მოიგერია. როგორც წესი, მატჩის შედეგზე ორი გაფუჭებული პენალტის წონა გადამწყვეტია, მაგრამ მამარდაშვილის გასაოცარმა თამაშმაც კი ვერ შეაჩერა „ალავესი“.

superdeporte – მამარდაშვილმა ორჯერ აჯობა კიკე გარსიას

„ვალენსიას“ მეკარე მამარდაშვილმა ორჯერ გამოიცნო კიკე გარსიას განზრახვა და ორი პენალტი აუღო. მაგრამ „ვალენსიამ“ გიორგის გმირობით ვერ ისარგებლა და რამდენიმე წუთის შემდეგ მას თანაგუნდელმა გაუტანა“.

eldesmarque – მამარდაშვილი მატჩის გმირია

„სუპერგმირი მამარდაშვილი! ის მატჩის გმირი გახდა, როდესაც კიკე გარსიას ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია. მატჩი გიჟურად დაიწყო. პირველივე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა. მამარდაშვილმა სტარტზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ გამოასწორა, კიკე გარსიას გიგანტივით გადაეფარა და მატჩის მთავარი გმირი გახდა“.