ესპანური მედია - ქართველი მეკარე გატუზოს ერთ-ერთი დასაყრდენია #1TVSPORT
ესპანური მედია - ქართველი მეკარე გატუზოს ერთ-ერთი დასაყრდენია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „სევილიასთან“ ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „ვალენსია“ რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა და საბოლოოდ, გასვლაზე რთულ მეტოქესთან ქულის მოპოვებაში (1:1) დაეხმარა.

ქართველმა მეკარის კარგი თამაში ესპანური მედიის განხილვის ერთ-ერთი მთვარი თემაა და levante-emv-ის წერილიც ამაზე მეტყველებს.

„გიორგი მამარდაშვილი „ელჩესთან“ შეცდომის შემდეგ კვლავ გმირი გახდა. ქართველმა მეკარემ „სევილიასთან“ მატჩში პიროვნული თვისებები და ხასიათი გამოიჩინა. „ვალენსიას“ მეკარემ გუნდი პირველივე ტაიმში „სევილიას“ ორი დარტყმის დროს გადაარჩინა. კავანის გოლიდან რამდენიმე წუთში რაფა მირმა ქართველი შორიდან დარტყმით გამოსცადა, რაზეც გიორგიმ საუკეთესოდ უპასუხა. მოგვიანებით ერთმანეთს ისევ იგივე გმირები გადაეყარნენ. „სევილიას“ თავდამსხმელმა შორეულ ძელთან თავით გაისროლა და მხოლოდ მეკარის კატისებურმა რეაქციამ შეუშალა ხელი.

მეორე ორმოცდახუთ წუთში, მიუხედავად იმისა, რომ „სევილია“ თამაშს აკონტროლებდა, ნაკლები მომენტები შექმნა. მათ შორის იმიტომაც, რომ გიორგიმ ამის საშუალება არ მისცა. ის ძალიან თავდაჯერებული იყო კარიდან გამოსვლისას და ფეხით კარგად თამაშობდა. არგენტინელ ლამელას ახლო მანძილიდან გატანილი გოლის დროს კი ბევრი არაფრის გაკეთება არ შეეძლო. „ელჩეს“ თამაშის დროს გიორგიმ გარკვეული ეჭვები დატოვა, მაგრამ მამარდაშვილმა მთელი სეზონის განმავლობაში გუნდს თავისი სეივებით ქულები მოუტანა და კვლავ ამტკიცებს, რომ „ელჩესთან“ შეცდომები მხოლოდ შემთხვევა იყო. ახლა ქართველი გატუზოს ერთ-ერთი დასაყრდენია“, – წერს ესპანური გამოცემა.