ესპანური მედია - მესის მოთხოვნაა, რომ „ბარსელონაში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშოს #1TVSPORT
ესპანური მედია - მესის მოთხოვნაა, რომ „ბარსელონაში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშოს #1TVSPORT

პსჟ-ს თავდამსხმელის, ლიონელ მესის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში 10-ნომრიანი მაისური დაუბრუნონ, – იუწყება AS-ი.

„ბარსელონაში“ 10-ნომრიანი მაისურით ახლა ანსუ ფატი თამაშობს. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები მესის მოთხოვნას, დიდი ალბათობით, დააკმაყოფილებენ და მეტიც, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 20 წლის ანსუ ფატი გაასხვისონ.

მესი „ბარსელონაში“ 2003-დან 2021 წლამდე თამაშობდა და კატალონიურ კლუბში მთელი ეპოქა შექმნა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა პსჟ-ს შემადგენლობაში 37 მატჩი გამართა, გაიტანა 20 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.