ესპანური მედია მამარდაშვილის წასვლას არ გამორიცხავს - ქართველი მეკარის შეძენით „ჩელსი“ დაინტერესდა #1TVSPORT
ესპანური მედია მამარდაშვილის წასვლას არ გამორიცხავს - ქართველი მეკარის შეძენით „ჩელსი“ დაინტერესდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიიდან წასვლა რეალურია. „ჩელსიმ“ ანდრე ონანას ტრანსფერი გადაიფიქრა და ახლა ქართველის შეძენაზე ფიქრობს, – ინფორმაციას სამი სხვადასხვა გამოცემა ავრცელებს.

Superdeporte-ი

გაბრიელ პაულისტასა და მუკტარ დიახაბის წასვლის შემთხვევაში „ვალენსია“ ცენტრალური მცველის შეძენაზე დაფიქრდება. არაა გამორიცხული, კლუბი გიორგი მამარდაშვილმაც დატოვოს. მისი გაყიდვის შემთხვევაში „ღამურებს“ ახალი მეკარის დამატება მოუწევთ.

Standard-ი

ამ ზაფხულს „ჩელსის“ ახალი მეკარის შეძენა სურს, მაგრამ ეს არ იქნება მილანის „ინტერის“ კარის დარაჯი ანდრე ონანა. მან კონკურენცია უნდა გაუწიოს კეპა არისაბალაგას, ედუარდ მენდი კი წასვლას აპირებს, სენეგალელმა „ინტერთან“ მოლაპარაკება აპრილში დაიწყო.

„ჩელსი“ „მილანისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარის, მაიკ მენიოს შეძენას აპირებდა, თუმცა მას 80 მილიონ ევროდ აფასებენ. გუნდის მეორე პრიორიტეტად გიორგი მამარდაშვილი ითვლება.

Nouvelles-dujour-ი

„ჩელსის“ მენეჯმენტი ანდრე ონანას ტრანსფერზე აღარ ფიქრობს. მისი ალტერნატივა გიორგი მამარდაშვილია. მასთან ერთად განიხილება გრეგორ კობელის კანდიდატურა „დორტმუნდიდან“ და დავიდ რაიასი – „ბრენტფორდიდან“.