ესპანური მედია - მამარდაშვილის ტრანსფერზე „ტოტენჰემი“ „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
ესპანური მედია - მამარდაშვილის ტრანსფერზე „ტოტენჰემი“ „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი ვარიანტია, რომლის გადაბირებასაც ლონდონის „ტოტენჰემი“ ზაფხულში შეეცდება, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა TodoFichajes-ი ავრცელებს.

„ლონდონელები 36 წლის უგო ლორისის შემცვლელს ეძებენ. „ტოტენჰემში“ განიხილებოდა დევიდ რაიასა და დიბუ მარტინესის ვარიანტი, მაგრამ ამჟამად მათი დამატება მაღალი ფასის გამო გამორიცხულია.

წლევანდელ „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი ნათელი წერტილია და გუნდს მის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზებაც აქვს.

როგორც ცნობილია, გიორგის ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა, თუმცა ლონდონელები ამ ტრანსფერის განხორციელებას შესაძლებლად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ „ვალენსიასთან“ პირველმა მოლაპარაკებამ დამაიმედებელი მოლოდინი გააჩინა – ამჟამად სატრანსფერო გარიგების თანხა 35 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

თავის მხრივ, „ტოტენჰემისგან“ შეთავაზება ფეხბურთელსაც აქვს და ამის შესახებ თავის აგენტთან უკვე შეთანხმებულია, რაც პრემიერლიგაში მის გადასვლას დააჩქარებს“, – წერს TodoFichajes-ი.