ესპანური მედია - ერნესტო ვალვერდე „ვალენსიას“ ჩაუდგება სათავეში
ესპანური მედია - ერნესტო ვალვერდე „ვალენსიას“ ჩაუდგება სათავეში

„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე შესაძლოა „ვალენსიას“ ჩაუდგეს სათავეში – გუნდს, რომელსაც 2012-13 წლებში წვრთნიდა. ამ ინფორმაციას ესპანური რადიოსადგური „ონდა სერო“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ვალვერდე და მისი თანაშემწე ჯონ ასპიასუ ამჟამად ვალენსიაში საცხოვრებელს ეძებენ, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ კლუბთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

„ვალენსიამ“, რომელმაც ბოლო ოთხ მატჩში სამი მარცხი განიცადა, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ევროპა ლიგის ზონა დატოვა და მერვე ადგილამდე დაქვეითდა.

ვალვერდე 2017 წელს „ბარსელონას“ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით კლუბი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ასევე ერთხელ დაეუფლა ესპანეთის თასს და სუპერ თასს.

2020 წლის 13 იანვარს ვალვერდე „ბეტისის“ ყოფილმა მწვრთნელმა ენრიკე სეტენმა შეცვალა.