ესპანური გამოცემის მტკიცებით, „ნაპოლი“ ჩაკვეტაძის ტრანსფერში 25 მილიონს იხდის
ესპანური გამოცემის მტკიცებით, „ნაპოლი“ ჩაკვეტაძის ტრანსფერში 25 მილიონს იხდის
გიორგი ჩაკვეტაძეს იტალიური გრანდი – „ნაპოლი“ თავის რიგებში იწვევს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ტოდოფიჩახესი“ (Todofichajes) ავრცელებს.
 
გამოცემამ წერილში, რომლის სათაურია „ჩაკვეტაძე ნაპოლის დღის წესრიგში“, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „გენტის“ ლიდერის შესახებ ვკითხულობთ.
„ნეაპოლელებმა უკვე დაიწყეს ჟოზე კალიეხონის შემცვლელის ძებნა იმ შემთხვევისთვის, თუ ესპანელი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მიღებულ წინადადებაზე საბოლოოდ უარს იტყვის. იტალიური გუნდი მის შემცვლელ პირველ ვარიანტად საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას განიხილავს. ფეხბურთელი, რომელიც „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, მხოლოდ 20 წლისაა და ძველი კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება“, – წერს ესპანური გამოცემა.
„ტოდოფიჩახესი“ ამტკიცებს, რომ იტალიელები მხოლოდ ინტერესით არ შემოიფარგლებიან: „ნეაპოლურმა გუნდმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები მოთამაშის დამატების შესახებ, რათა მომდევნო ზაფხულში ჩაკვეტაძის ტრანსფერი განახორციელოს. შესაძლოა, ამ ტრანსფერში „ნაპოლის“ გადახდილმა თანხამ 25 მილიონ ევროს მიაღწიოს“.