ესპანური გამოცემის მიხედვით, ლევანდოვსკი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს და საუდის არაბეთში გადავა #1TVSPORT
პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, 2026 წლის ზაფხულში საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს. ამის შესახებ წერს გამოცემა Diario Sport.
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა თავის გარემოცვას განუცხადა, რომ აზიაში აპირებს კარიერის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც ამოიწურება მისი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან. აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საუდის არაბეთის არც ერთ კლუბთან.
ლევანდოვსკი კონცენტრირებულია „ბარსელონაში“ ახალ სეზონზე, რომელიც ბოლო უნდა იყოს კონტრაქტის მიხედვით კატალონურ კლუბში. მხარეები არ აპირებენ კონტრაქტის გაგრძელებას.
გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.