ესპანური გამოცემა - „ვალენსიაში“ მამარდაშვილმა „კარი შეაღო“ და გუნდში ადგილის დაკავება საქმით მოითხოვა #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - „ვალენსიაში“ მამარდაშვილმა „კარი შეაღო“ და გუნდში ადგილის დაკავება საქმით მოითხოვა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში დიდ ყურადღებას იქცევს, მიუხედავად იმისა, რომ „ლოკომოტივის“ შემდეგ ლა ლიგის „ვალენსიაში“ გადასულ 20 წლის მეკარეს გუნდის ნაწილი ძირითადში მოხვედრას უწინასწარმეტყველებს, ნაწილი ფიქრობს, რომ მას გამოცდილ მეკარეს ამჯობინებენ.

გამოცემა „პლაზა დეპორტივას“ ჟურნალისტი რობერტო ფერიოლი დარწმუნებულია, რომ გუნდისთვის სერიოზული შენაძენია, მაგრამ ვარაუდობს, რომ მას გამოცდილ მეკარეებზე წინ არ დააყენებენ.

„ვალენსიას“ ახალი სახეები ომარ ალდერეტე, გიორგი მამარდაშვილი და ალესანდრო ბურლამაკი სეზონის დაწყებამდე გამართული მატჩების შემდეგ დადებით ემოციებს იწვევენ. პარაგვაელმა ცენტრალურმა მცველმა გაიტანა მეორე სეზონის გოლი „ლევანტესთან“ და აჩვენებს, რომ „ვალენსიამ“ დაცვის ცენტრში კარგი მოთამაშე დაიმატა. მაგრამ ახალწვეულებიდან უფრო ორი გამოირჩევა, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი სეზონის განმავლობაში, სავარაუდოდ, შვილობილ გუნდში ითამაშებენ – გიორგი მამარდაშვილი და ნახევარმცველი ალესანდრო ბურლამაკი, ახალწვეული „ესპანიოლიდან“ – პერუელი ესპანური პასპორტით, რომელმაც წინასასეზონო თამაშებში პერსპექტიული მოთამაშის შთაბეჭდილება დატოვა.

ქართველი მეკარე წინასასეზონო შეკრების ერთ-ერთი სენსაცია რამდენიმე მშვენიერი მატჩის გამო გახდა, რამაც „ვალენსიას“ მეკარეების შესახებ დისკუსია კიდევ უფრო გააღვივა. სილესენთან, ხაუმე დომენეკთან და კრისტიან რივეროსთან ერთად, მამარდაშვილსაც აქვს მიზანი მოხვდეს იმ სამ მეკარეს შორის, რომელსაც მწვრთნელი სატრანფერო ბაზრის დახურვამდე დაასახელებს.

ამრიგად, ახალი სახეები დადებით ემოციებს ტოვებენ და აღფრთოვანებას იწვევენ. მაგრამ ლა ლიგა ორ კვირაში იწყება და სავარაუდოდ, გუნდის გაძლიერება მოუწევთ იმ ახალ მოთამაშეებს, რომლებიც ამხანაგურ თამაშებში არ მონაწილეობდნენ – მათ უნდა გააძლიერონ და გაზარდონ „ვალენსიას“ დონე, რათა მიაღწიონ იმ მიზნებს, რომელსაც „ვალენსია“ სეზონის დაწყებამდე დაისახავს“.

ქართველის შესაძლებლობებს გამორჩეულად მაინც გამოცემა „სუპერდეპორტეს“ ჟურნალისტი აფასებს.

„ზაფხულში ნიჭიერი ახალგაზრდების გამოჩენამ ბევრი გაახარა – ხესუს ვასკესი, ბურლამაკი, რივერო … მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გუნდში ყველაზე დამაჯერებლად მამარდაშვილი შეიჭრა. მეკარე აჩვენებს ელიტარული მეკარის პოტენციალს იმით, რომ მას გუნდის გოლისგან გადარჩენა შეუძლია და საკუთარ ქმედებებში დარწმუნებულია. მისთვის თავდაპირველი იდეა იყო, ზაფხულში მთავარ გუნდში ადგილი დაეკავებინა, მაგრამ მან პირდაპირ „კარი შეაღო“ და გუნდში ადგილის დაკავება საქმით მოითხოვა“, – წერს „სუპერდეპორტეს“ ჟურნალისტი.