ესპანური გამოცემა - „ვალენსიას“ ისღა დარჩენია, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - „ვალენსიას“ ისღა დარჩენია, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს, სავარაუდოდ, „ვალენსია“ „დინამო თბილისიდან“ უახლოეს პერიოდში გამოისყიდის. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

„მამარდაშვილის მომავალი უახლოეს ხანში გაირკვევა. „ვალენსიას“ კონტრაქტის გამოსყიდვა პირველ იანვრამდე 850 ათას ევროდ შეუძლია. რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელის აგენტები კლუბში იყვნენ და მათ უთხრეს, რომ ტრანსფერის განხორციელებას იჩქარებენ. მას შემდეგ არაფერი არ ისმის, თუმცა საკითხის მოსაგვარებლად მხოლოდ „დინამო თბილისში“ დარეკვაა დარჩენილი“, – ამტკიცებს გამოცემა.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიამ“ „დინამო თბილისიდან“ იჯარით აიყვანა და ლა ლიგის სტარტზე 6 ტური ათამაშეს, გიორგი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, მაგრამ მადრიდის „რეალთან“ და „სევილიასთან“ თამაშებისთვის ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი აღმოჩნდა და სათადარიგოთა სკამზე დასვეს. თუმცა, „ვალენსიას“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვაზე უარი არ უთქვამს.