ესპანური გამოცემა - „ვალენსიამ“ მამარდაშვილის შემცვლელი შეარჩია #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - „ვალენსიამ“ მამარდაშვილის შემცვლელი შეარჩია #1TVSPORT

„ვალენსიამ“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი შეარჩია, რადგან ქართველ მეკარეს პრემიერლიგაში იწვევენ – ამის შესახებ ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს.

„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ვალენსია“ ყურადღების ცენტრში იქნება. გუნდი, შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს, წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი, სავარაუდოდ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი იქნება, რომლის შეძენითაც „ჩელსი“ დიდი ხანია, დაინტერესებულია.

თუ ეს ტრანსფერი შედგა, გუნდს ახალი მეკარე დასჭირდება. ვალენსიელებს „რაიო ვალეკანოდანსტოლე დიმიტრიევსკის დამატება სურდათ, მაგრამ ახლა „ტენერიფეს“ გოლკიპერს, ხუან სორიანოს აკვირდებიან, რომელსაც​ ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და გუნდიდან წასვლა სურს. თუ მამარდაშვილი პრემიერლიგაში გადავა, „ვალენსიის“ ხელმძღვანელობა სორიანოს დამატებას შეეცდება“, – წერს „მარკა“.