ესპანური გამოცემა - „ვალენსია“ ზაფხულში გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას გეგმავს # 1TVSPORT
ესპანური გამოცემა - „ვალენსია“ ზაფხულში გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას გეგმავს # 1TVSPORT

„ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, შესაძლოა, ზაფხულში ესპანური კლუბი დატოვოს, – ინფორმაციას გამოცემა Todofichajes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა 22 წლის მეკარის ტრანსფერიდან, მინიმუმ, 25 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეკარით დაინტერესებულნი არიან „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“.

მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. მენეჯერი ლევან სეთურიძე ადრე ამბობდა, რომ გიორგი „ვალენსიას“ არ დატოვებდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინგლისში მოსალაპარაკებლად გამგზავრებას აპირებდა.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 24 თამაში ჩაატარა და ხუთ მატჩში კარი „მშრალად“ შეინახა.