ესპანური გამოცემა - „რეალი“ უკვე დაინტერესდა, „ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერში რა თანხას ითხოვს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - „რეალი“ უკვე დაინტერესდა, „ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერში რა თანხას ითხოვს #1TVSPORT

ესპანურ გამოცემა defensacentral-ში გამოქვეყნებულ წერილში განხილულია თემა, რეალურია თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის „რეალში“ გადასვლა და „ნაპოლი“ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერში რა თანხას ითხოვს.

„მადრიდის „რეალი“ ზაფხულის ტრანსფერებისთვის ემზადება. მარცხმა „ბარსასთან“ (0:1) და ფრემ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (1:1) ჭორებს დასაბამი მისცა. სიაში ბევრი სახელია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიაა საქართველოდან. ის „წითლად“ არის მონიშნული და სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა.

12 გოლით და 15 საგოლე გადაცემით 27 თამაშში, აბსოლუტური ლიდერია საოცარ „ნაპოლიში“. თამაშით არიენ რობენის მსგავსი, თავის ქვეყანაში ღმერთივითაა. რამდენიმე ფაქტორია, რომლის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მადის აღმძვრელი მოთამაშეა.

„ნაპოლიში“ მათ უკვე გამოფინეს ბანერი „არ იყიდება“ და ბაზრიდან სრულიად გადაჭარბებული თანხის ამოღება სურთ. გუნდში მიაჩნიათ, რომ კვარაცხელია მიმდინარე საფეხბურთო სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა.

„ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება რთული არ იქნება, ამაში კონტრაქტები ხელს გვიწყობს. ვფიქრობ, ხვიჩა ჩვენთან კიდევ დიდხანს იქნება“, – თქვა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა.

მან ცოტა ხნის წინ მაგიდაზე დადო კვარაცხელიას გაუმჯობესებული კონტრაქტი, სადაც ქართველს შეუძლია, სამჯერ ან ოთხჯერ გაზარდოს ხელფასი. ეს ძალიან მარტივია, რადგან მილიონ ევროს ძლივს იღებს, რაც მიზერული ანაზღაურებაა.

მადრიდის „რეალში“ ძალიან აფასებენ ქართველს და იციან, რომ მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 50-იდან 60 მილიონ ევრომდეა. მან ასევე იცის, რომ „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ „ნაპოლის“ უდიდესი ფიგურის გასაყიდად დაახლოებით 150 მილიონ ევროს ითხოვენ.

პირველივე მცდელობისას, ოფიციალურ მოლაპარაკებამდე, „რეალში“ უკვე ცხადი იყო, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას ამ მომენტისთვის მსოფლიოს ტოპ 5 ფეხბურთელში განიხილავს და იმ მოთამაშეთა შორისაა, რომელთა გაყიდვასაც არ აპირებენ. იმიტომ, რომ კვარაცხელია მათ რიგშია, რომლებიც განაპირობებენ ამ სეზონში „ნაპოლის“ წარმატებებს როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე“, – წერს ესპანური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე.