ესპანური გამოცემა – „რაიო ვალეკანო“ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა – „რაიო ვალეკანო“ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT

გამოცემა todofichajes-ი ამტკიცებს, რომ ესპანეთის ლა ლიგის „რაიო ვალეკანო“ „კრემონეზესა“ და საქართველოს ნაკრების მცველის, ლუკა ლოჩოშვილის დამატებას აპირებს.

„რაიო ვალეკანო“ ლოჩოშვილის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

„2023/24 სეზონისთვის „რაიო ვალეკანომ“ შემადგენლობის განახლება დაიწყო. ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების წასვლამ, როგორებიც არიან კატენა და კომესანია, ძალიან დაასუსტა გუნდი, რომელსაც სურს, რაც შეიძლება მალე გაძლიერდეს.

დაცვაში არიდანი დაიმატეს, მაგრამ კლუბში მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის. გასაძლიერებლად გასულ სეზონში სერია A-ს „კრემონეზეს“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე იწყებენ მუშაობას.

კრემონელები გასულ სეზონში სერია B-ში დაქვეითდნენ და 25 წლის ცენტრალური მცველი კარიერის წამყვან ლიგებში გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს. „რაიომ“ კატენას დანაკლისი უნდა აანაზღაუროს. ლოჩოშვილი კი მათ შორისაა, ვისაც დაცვაში მაღალ დონეზე თამაში შეუძლია“, – წერს todofichajes-ი.