ესპანური გამოცემა - ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ MVP-ის როლში ბრუნდება #1TVSPORT
ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეში“ დაბრუნებას დიდ იმედებს უკავშირებენ – ამის შესახებ გამოცემა Cope.es-ში გამოქვეყნებული წერილი მიუთითებს.
ქოჩორაშვილი MVP-ის როლში ბრუნდება
„ქართველი „ლევანტეში“ მას შემდეგ ბრუნდება, რაც გაიზარდა და „კასტელიონის“ წინსვლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. „ლევანტესთან“ კონტრაქტი გახანგრძლივებულია 2025 წლამდე კიდევ ორი სეზონის ოფციით.
გიორგი ქოჩორაშვილი გუნდში ზაფხულში დაბრუნდა იმ სულისკვეთებითა და რწმენით, რომ ადგილი დაიმსახურა. ქართველმა ნახევარმცველმა „კასტელიონში“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, რომელსაც ბოლო მომენტამდე ლა ლიგა 2-ში დაწინაურების შანსი ჰქონდა. „ლევანტეში“ ჩარიცხვიდან ოთხი წლის შემდეგ ნახევარმცველი მწვრთნელის დარწმუნებას ეცდება. მას არ სურდა დროის დაკარგვა და შეკრებაზე გუნდს ვადაზე ადრე შეუერთდა. „კოჩო“ ბრუნდება პლეი ოფში თამაშის მიუხედავად.
ამ სეზონში ქოჩორაშვილმა 40 მატჩი ჩაატარა „კასტელიონში“ – 36 რეგულარულ სეზონში და ოთხი მეორე დივიზიონის პლეი-ოფში. ის MVP-დ დასახელდა „დეპორტივოსთან“ და „ალკორკონთან“ და ამით ფანტასტიკური სეზონი დაასრულა. გუნდი ლა ლიგა 2-ში ვერ გადავიდა – მიუხედავად ამისა, მთელი წლის განმავლობაში ქართველი „კასტელიონის“ შემადგენლობის უპირობო წევრი იყო. მან დასრულებულ სეზონში ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. „ორელუტთან“ გადამწყვეტ შეხვედრაში ძელმა წაართვა შესაძლებლობა, კიდევ გაეტანა და გუნდი ლა ლიგა 2-ში დაეწინაურებინა.
ქართველმა „ლევანტე“ გასულ ზაფხულს იჯარით დატოვა. ის „კასტელიონში“ ცენტრალური ნახევარმცველის როლში მივიდა, სადაც ძალიან კარგად თამაშობდა. ასევე ძალიან კარგი იყო, როდესაც ალბერტ რუდემ (მწვრთნელი) შემტევი ნახევარდაცვის პოზიციაზე გამოსცადა. მიუხედავად ამისა, ყველაზე კომფორტულად თავს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გრძნობდა“, – წერს ესპანური გამოცემა.