ესპანური გამოცემა პაპუნაშვილზე - „თოვლის პაპუმ“ საშობაო ზეიმი გადაარჩინა
ესპანური გამოცემა პაპუნაშვილზე - „თოვლის პაპუმ“ საშობაო ზეიმი გადაარჩინა

გიორგი პაპუნაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „სარაგოსას“ დაუბრუნდა და მინდორზე გამოჩენა ეფექტური და საჭირო გოლით აღნიშნა – მისი ზუსტი დარტყმით „სარაგოსამ“ „ექსტრემადურას“ 2:1 სძლია და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ესპანური გამოცემა MARCA გიორგი პაპუნაშვილის მოედანზე დაბრუნებას წერილით გამოეხმაურა – „თოვლის „პაპუმ“ შობა გადაარჩინა“ (ესპანურად თოვლის პაპა იწერება – „Papu Noel“).

„მან გადაარჩინა „სარაგოსას“ საშობაო ზეიმი. ის წინა შაბათს გუნდისთვის „თოვლის პაპუ“ გახდა. ეს იყო საუკეთესო საჩუქარი გუნდისა და ფანებისთვის. „ესტრემადურასთანპაპუს გამარჯვების გოლმა გუნდს იმედი დაუბრუნა, რომ აუტსაიდერთა ზონას თავს დააღწევს. ქართველი „ექსტრამედურასთან“ თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ გამოჩნდა, რადგან ტერფის ტრავმის გამო ვერ თამაშობდა,“ – წერს ესპანური გამოცემა.

„მარკას“ აზრით, „სარაგოსას“ მწვრთნელმა ვიკტორ ფერნანდესმა ქართველის მოედანზე შესვლის დრო ზუსტად შეარჩია – „მომენტმა გმირი მოითხოვა – გუნდს მხსნელი საჭირო დროს მოევლინა. ვიქტორ ფერნანდესმა იცოდა, რომ ასეთი ფეხბურთელი პაპუ იყო, რომელმაც მოედანზე შესვლიდან მალევე გაიტანა. ყველას იმედოვნებს, რომ ეს გიორგისთვის გარდატეხის მომენტი იქნება, რასაც საჭიროებდა გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე და გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა. გიორგის თავდაჯერებულობა, არასტანდარტული გადაწყვეტილებები და ძლიერი დარტყმებია მიზეზი, რის გამოც გულშემატკივრებმა შეიყვარეს. წლევანდელ სეზონში ხელი ტრავმამ შეუშალა, რომ შარშანდელივით წარმატებული სტარტი ჰქონოდა. როგორც იქნა, ახლა ის დაბრუნდება და თავიდანვე სურს დაკარგულის დაბრუნება. „ქართული რაკეტის“ მოპოვებულმა გამარჯვებამ „სარაგოსას“ ქომაგებისთვის შობას უფრო მშვიდი გახადა“.

თავად პაპუნაშვილმა „სარაგოსას“ გულშემატკივრებს მიმართა და შობა მიულოცა – „მადლობა გულშემატკივრებს. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ბედნიერი ვარ, რომ გართულებული ტრავმის შემდეგ მოედანს დავუბრუნდი. 2019 წელს წინსვლისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ! გილოცავთ შობას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!“.

დატოვე კომენტარი