ესპანური გამოცემა - მარკო ასენსიო პსჟ-ში გადადის #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მარკო ასენსიო პსჟ-ში გადადის #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მარკო ასენსიო ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, თუ მოლაპარაკებებისას არ წარმოიშვება გაუთვალისწინებელი სირთულეები, 27 წლის ესპანელი უახლოეს დღეებში გახდება პარიზული კლუბის ფეხბურთელი. ასენსიო ოთხ ან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ნახევარმცველით ასევე ინტერესდებოდნენ „ჩელსი“, „ლივერპული“ და „ასტონ ვილა“.

„რეალი“ ცდილობდა ასენსიოს შენარჩუნებას და მას კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელს არ მოსწონდა ხშირად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. საბოლოოდ, მარკო თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს მადრიდულ კლუბს.

ამ სეზონში ლა ლიგის 30 მატჩში მარკო ასენსიომ ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.